„რეალმა“ „ელჩესთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
ერთდღიანი დასვენების შემდეგ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა სამეფო თასის დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს, რომელიც 20 იანვარს შედგება...
ხესუს ვალიეხო, მარიანო დიასი და მარკო ასენსიო სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ, დანარჩენმა ფეხბურთელებმა კი მთავარი მწვრთნელის დავალებები სრულფასოვნად შეასრულეს.
აუცილებლად აღსანიშნავია გარეთ ბეილის დაბრუნება, რომელიც სრულად ჯანმრთელია.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო პრესინგს, ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს და კარში დარტყმების კომპონენტს.
სესიის ბოლოს, იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი რამდენიმე ჯგუფად გაყო და მოკლე სივრცეში ფეხბურთი ათამაშა.
ხვალ „რეალი“ დასკვნით ვარჯიშს გამართავს.
- 18 იანვარი 2022
- 467
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.