„რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა...
მადრიდის რეალი, მისი პრეზიდენტი და მისი დირექტორთა საბჭო ღრმა სინანულით გამოთქვამენ ფრანსისკო ხენტოს, მადრიდის რეალის საპატიო პრეზიდენტის და ჩვენი კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის გარდაცვალებას.
კლუბის ხელმძღვანელობას სურს თანაგრძნობა გამოუცხადოს მის მეუღლეს მარი ლუზს, მის ვაჟებს, ფრანცისკოს და ხულიოს, მის შვილიშვილებს აიტანას და კანდელას და მის ყველა ნათესავს, კოლეგებს და ახლობელს.
პაკო ხენტოს ფიგურა ერთდროულად წარმოადგენს მადრიდის რეალის ყველა ღირებულებას, ის იყო და იქნება ეტალონი „ბლანკოსისშთვის“ და სპორტის სამყაროსთვის.
მადრიდის გულშემატკივრებს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ყოველთვის ემახსოვრება ხენტო, როგორც მათი ერთ-ერთი დიდი ლეგენდა.
ფრანსისკო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- 18 იანვარი 2022
- 1 235
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.