ლუკა მოდრიჩი ხელფასზე უარს ამბობს?
Libertad Digital და კიდევ რამდენიმე გამოცემა ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს...
ლუკა მოდრიჩმა „რეალის“ ხელმძღვანელოას შეატყობინა, რომ მზად არის, სამეფო კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გააფორმოს.
ხორვატს მომდევნო სეზონში სამეფო კლუბში დარჩენა ძალიან სურს და ამისთვის სერიოზულ კომპრომისზე მიდის.
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პერესი ნახევარმცველს ახალ კონტრაქტს ხელფასის დაკლების გარეშე შესთავაზებდა, მაგრამ ახლა ესპანური გამოცემები რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ.
- 17 იანვარი 2022
- 5 473
- 7