მოდრიჩი:„მთავარი ინდივიდუალური აღიარება არ არის“
ლუკა მოდრიჩმა ესპანეთის სუპერთასის ფინალი შეაფასა. ხორვატი ძალიან ბედნიერია და მადრიდისტებს გამარჯვებას ვულოცავ...
„ბედნიერი ვარ და ემოციების დამალვა მიჭირს. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ფინალი მოვიგეთ. მიხარია, რომ გოლის გატანა შევძელი და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ასევე მიხარია, რომ საუკეთესოდ დამასახელეს, თუმცა ყველაზე მთავარი გუნდური ჯილდოა და ინდივიდუალური აღიარება არაფერს ცვლის.“
„ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს დავეხმარო ისე, როგორც შემიძლია. ფეხბურთით ისე ვტკბები, როგორც არასდროს. როცა ამ ასაკამდე მიხვალ, კიდევ უფრო გსიამოვნებს, არ იცი როდემდე შეძლებ თამაშს. თავს კარგად ვგრძნობ ფიზიკურად და გონებრივად. იმედი მაქვს კიდევ რამდენიმე წელი გავაგრძელებ ბურთის გორაობას.“
„გოლის მომენტში სიტუაცია უცებ განვითარდა. როდრიგომ არნახული სიჩქარა განავითარა, სიტუაციის გამწვავება შეძლო და საბოლოო ჯამში გადაცემა გამიკეთა, რომელიც საგოლე აღმოჩნდა.“
„აქ გატარებული ყოველი დღე ძალიან სასიამოვნოა. ყველას დიდ მადლობას ვუხდი და ამ დღეებით ტკბები. მჯერა, რომ ესპანეთის სუპერთასის გარდა ტიტულებს კიდევ მოვიგებთ.“
„ეს ტიტული მადრიდისტებისაა, ყველას ვულოცავ და ზუსტად ვიცი, რომ დღეს მთელ მსოფლიოში „რეალის“ ქომაგების დიდი არმია გამარჯვებას ზეიმობს.“
- 17 იანვარი 2022
- 645
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.