მოურინიოს ბრძანებები
დღეს ჟოზე მოურინიომ პირველი ვარჯიში ჩაატარა როგორც მადრიდის "რეალის" მწვრთნელი, დღეს მას გუნდის სრული შემადგენლობა არ ჰყავდა, მაგრამ ის გაეცნო "რეალის" ფეხბურთელებს, გააცნო მისი ბრძანებები, აუხსნა რა და როგორ უნდა იყოს გუნდში.
ეს არის 5 მოურინიოს ბრძანება, რომლებსაც მისი შეგირდები უნდა ასრულებდნენ.
1 ვინც ვარჯიშზე დააგვიანებს, ვარჯიშს გამოტოვებს და დაისჯება.
ვინც ვარჯიშზე 1 წუთით დააგვიანებს, მას მოუწევს ვარჯიში თანაგუნდელებისგან განცალკავებით.
2. ვინც მის ბრძანებებს არ დაემორჩილება, თამაშს გამოტოვებს, და გუნდთნ ერთად არ იმგზავრებს.
3. ვარჯიშები 90 წუთს გასტანს, ფეხბურთელები დიდად არ დაიღლებიან, რადგან ისინი ფიზიკურად ბევრს არ ივარჯიშებენ, ძირითადად ფეხბურთელებს ბურთთან ექნებათ შეხება.
4. ფეხბურთელებს, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ, 1 საათით ადრე მოუწევთ ვარჯიშზე მოსვლა.
ფეხბურთელები რომლებსაც ტრავმები აწუხებთ, "ვალდებებასზე" 1 საათით ადრე მოუწევთ მოსვლა, ისინი ექიმების შემოწმებას გაივლიან, შემდეგ კი ჟოზეს ეცოდინება შეიძლება თუ არა რაიმე ვარჯიშების შესრულება.
5. მობილურ ტელეფონებს ავტობუსში ხმა გათიშული უნდა ჰქონდეთ.
ჟოზე მოურინიო მის ფეხბურთელებს ნებას მისცემს მოუსმინონ მუსიკას ავტობუსში, მაგრამ მხოლოდ ყურსასმენებით, მას არ უნდა ვინმემ ხმაურით შეაწუხოს.
ინფორმაციის წყარო Marca.com
- 16 ივლისი 2010
- 2 403
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.