მბაპეს მამა კილიანს „პსჟ“-სთან მცირე ხნით განახლებას ურჩევს
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს მამა, ვილფრედ მბაპე შვილს „პსჟ“-სთან კონტრაქტის 6 თვით გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს.
როგორც სჩანს, პარიზული მხარე მიხვდა, რომ კილიანთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს და მოლაპარაკებები მამასთან განაახლა. იმ შემთხვევაში, თუ მბაპესთან ხელშეკრულება 6 თვით მაინც გახანგრძლივდება, მოთამაშის მამა სოლიდურ ბონუსს მიიღებს.
ესპანელები კი იუწყებიან, რომ პარიზელებთან ახალი კონტრაქტი კილიანის „რეალში“ გადასვლას ვერ შეაფერხებს, მოთამაშე საფრანგეთს ზაფხულში მაინც დატოვებს, მაგრამ „რეალს“ უფასოდ ვეღარ შუერთდება და „პსჟ“-ს გარკვეული თანხის მიღება შეეძლება, თუმცა ეს ვერ იქნება მაღალი თანხა.
მადრიდში განსხვავებული პოზიცია აქვთ და თვლიან, რომ კილიანთან დაკავშირებით სიახლეები არ იქნება. ფლორენტინო პერესს მოთამაშესთან პირადი შეთანხმება უკვე აქვს და სჯერა, რომ წინახაზელი პოზიციას არ შეცვლის.
- 15 იანვარი 2022
- 1 530
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.