ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი „რეალს“ ერთად დატოვებენ
ძალიან მაღალი ალბათობით 2023 წლის 30 ივნისს მადრიდის „რეალს“ 2 სუპერ ვარსკვლავი გამოემშვიდობება.
ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი „მერენგების“ რიგების დატოვებას ერთად აპირებენ. ასევე მაღალი ალბათობით ორივე მოთამაშე კარიერას დაასრულებს.
კროოსს „ბლანკოსთან“ არსებული კონტრაქტი სწორედ 2023 წელს ეწურება, მოდრიჩს კი 2022-ში, თუმცა ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივება გადაწყვეტილი ამბავია.
ეს ინფორმაცია ფლორენტინო პერესსაც აქვს და ლეგენდების წასვლამდე სერიოზულ აქტივობებს გეგმავს. მოთამაშეთა ერთ-ერთი შემცვლელი ყველა ვარიანტში ფედერიკო ვალვერდე იქნება, რომლის მომავალიც მხოლოდ „ბლანკოსთან“ არის დაკავშირებული.
ასევე ვითარდება ედუარდო კამავინგაც, თუმცა მადრიდში ერთი ტოპ ნახევარმცველის მოყვანაზე მაინც იმუშავებენ.
- 15 იანვარი 2022
- 961
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.