„რეალმა“ სუპერთასის ფინალისთვის მზადება დაასრულა
კარლო ანჩელოტის შეგირდებმა „ბილბაოსთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს.
როგორც მოგეხსენებათ, დანიელ კარვახალი კოვიდდადებითია და „ბილბაოს“ წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. დღევანდელ სესიაზე მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს ხესუს ვალიეხომ და მარკო ასენსიომ, მათი გამოჩენა ფინალში ფაქტობრივად გამორიცხულია.
ანჩელოტიმ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობას, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს და კარში დარტყმების კომპონენტს.
კარლომ ფეხბურთელებს მატჩისწინა დავალებები უკვე მისცა, დანარჩენს კი 16 იანვარს, თბილისის დროით 22:30 საათიდან ვიხილავთ.
- 15 იანვარი 2022
- 672
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.