პოჩეტინო:„„რეალის“ მატჩებს რეგულარულად ვუყურებ“
მაურისიო პოჩეტინოს პრესკონფერენციაზე მადრიდის „რეალის“ შესახებ ჰკითხეს...
„„რეალი“ ჩვენი მეტოქეა. მართალია, ახლა კარლო ანჩელოტის გუნდზე ბევრს არ ვფიქრობთ, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პაექრობა გვაქვს ჩანიშნული, თუმცა მადრიდელთა გამოსვლებს რეგულარულად ვუყურებ და ვცდილობ, მაქსიმალური ინფორმაცია მქონდეს გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.“
„„ბლანკოსი“ ნებისმიერი დონის მეტოქესთან სოლიდურად თამაშობს. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ორივე დაპირისპირება დაძაბულობით და სანახაობით სავსე იქნება. მე ვიცი, რომ „რეალის“ დამარცხებით, ჩემი გუნდი კიდევ უფრო თავდაჯერებული გახდება, ამიტომ საჭიროზე მეტ დროს გამოვყოფ მადრიდული გრანდის საფუძვლიანად შესასწავლად.“
- 15 იანვარი 2022
- 1 158
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.