მბაპემ „პსჟ“-ს ახალ კონტრაქტზე საბოლოო გადაწყვეტილება აცნობა!
Telefootma, RMC-მ და კიდევ რამდენიმე გამოცემამ 2 დღის წინ გვამცნეს, რომ კილიან მბაპესა და „პსჟ“-ს შორის კონტრაქტის მოკლე ვადით გახანგრძლივებაზე მიმდინარეობდა საუბარი და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსიც არსებობდა, თუმცა როგორც სჩანს, ფრანგმა მოთამაშემ საბოლოო გადაწყვეტილება ამცნო „პარისენჟერმენის“ ხელმძღვანელობას...
კილიანი არ აპირებს პარიზულ გრანდთან თუნდაც 1 წლით გახანგრძლივებას და მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს და მადრიდის „რეალის“ რიგებს შეუერთდება.
თუ „პსჟ“-ს მბაპეს სანაცვლოდ თანხის მიღება სურდა, ის 31 აგვისტოს უნდა გაეყიდა, თუმცა არც მოთამაშის სურვილი გაითვალისწინა და არც სამეფო კლუბის.
სწორედ აქედან გამომდინარე, ლოტინი პარიზულ მხარესთან „ვალში“ არ არის. მოთამაშემ ღიად განუცხადა ხელმძღვანელობას, რომ მათი ურთიერთობა რამდენიმე თვეში დასრულდება.
- 15 იანვარი 2022
- 2 322
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.