ანჩელოტი:,,ფინალშიც იგივე სულისკვეთებით ვითამაშებთ"
კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე და ჩატარებულ „ელ კლასიკოზე“ ისაუბრა...
„ბუნებრივია, რთული მატჩი გვქონდა, რამაც საკმაოდ დიდი ენერგია წაიღო. ფეხბურთელები 120 წუთის მანძილზე გამალებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, ამას ემატებოდა ფსიქოლოგიური ფაქტორიც. „ბარსელონასთან“ დაპირისპირება ყოველთვის მოითხოვს, როგორც ფიზიკურ, ასევე მენატლურ რესურსს. სირთულეები ნამდვილად არსებობდა, მაგრამ „ბლანკოსმა“ ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.“
„ვინისიუს ჟუნიორის, ასენსიოს და ბენზემას შესანიშნავმა კომბინირებამ პირველ ტაიმში ბევრი უპირატესობა მოგვცა, შემდეგ საქმეში როდრიგო და სხვა ახალგაზრდებიც ჩავრთე, რამაც საბოლოო ჯამში ის სიტუაცია შექმნა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა.“
„როდესაც ისეთ გუნდში მუშაობ, რომელსაც იდენტობა და სტილი აქვს, საქმის კეთება გაცილებით მარტივია, მაგრამ ყოველთვის დიდ ყურადღებას ითხოვს ქვეყანა და ჩემპიონატი, სადაც მუშაობა გიწევს. იტალიაში დაცვაზე ბევრს ფიქრობენ, ესპანეთში უყვართ მეტი ბურთის ფლობა, მეტქი ტექნიკურობა და ასე შემდეგ. იგივეს ვერ ვიტყვი ინგლისზე, სადაც ყველაზე დიდი ტემპია და სისწრაფეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.“
„„ბარსელონასთან“ მატჩში შესანიშნავები ვიყავით კონტრ-შეტევაზე, ბურთის დაცვიდან სწრაფად ატანასა და ხშირ შემთხვევაში ბურთის კონტროლზე.“
„„ელ კლასიკოს“ შემდეგ პირველი ვარჯიში წარმატებით დავასრულეთ და კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა აღდგენითი პროცედურები გაიარეს, ხოლო ვინც სათადარიგოთა სკამზე დარჩა, სრულად დავტვირთე და დირექტივები მივეცი. ჩვენ ვიცით, რამხელა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული ფინალის მოგება, ამიტომ განსაკუთრებით ვემზადებით.“
„„ბარსელონას“ ფეხბურთელმა გამაკვირვა, როდესაც მითხრა, რომ კონკრეტულ მომენტში მისი თანაგუნდელები თამაშს არ აჩერებდნენ, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს."
„დავიდ ალაბას შესახებ სიახლე არ მაქვს. „ელ კლასიკოში“ ავსტრიელი ძალიან დაგვაკლდა. ვიმედოვნებ, ის ფინალში დაგვეხმარება, თუმცა ჯერ-ჯერობით ამის გარანტია არ არსებობს.“
- 14 იანვარი 2022
- 3 002
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.