ფედე:„მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ“
ფედერიკო ვალვერდემ „ელ კლასიკოში“ გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო. ურუგვაელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. ანჩელოტიმ შანსი მომცა, თუმცა მოედანზე შესვლისთანავე მოვლენები ცუდად განვითარდა. საბედნიეროდ, სიტუაციის შეცვლა შევძელით. მე გადამწყვეტი გოლის ავტორი ვარ, რაც ძალიან მახარებს. ვინისიუსმა ბურთი გაატარა და მეტოქის კარის აღების საშუალება მომეცა.“
„პროფესიონალები ვართ და დაღლილობაზე არ უნდა ვისაუბროთ. დიახ, დაღლილები ვიყავით, მაგრამ მეტოქემ ანალოგიურ სიტუაციაში იყო.“
„ბევრი შეცდომა დავუშვით და ეს უნდა ვაღიაროთ, თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება. მთავარია ფინალში ვართ და ესპანეთის სუპერთასის მოგების შანსს ვინარჩუნებთ.“
„პიკე წაგებას ძალიან განიცდიდა, რაც ბუნებრივია, ვინაიდან „ბარსელონამ“ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩის შემდეგ ესპანელს ვუთხარი, რომ მის გუნდს კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა „ბლანკოსი“ დამსახურებული გამარჯვებულია.“
- 13 იანვარი 2022
- 10 783
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.