ტონი კროოსი:„ჩემს კარიერაში ასეთი რამ პირველად მოხდა“
ტონი კროოსმა „ბარსელონასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„მადრიდის „რეალის“ მიზანი ესპანეთის სუპერთასის მოგებაა, ამისთვის კი ნებისმიერი მეტოქის დამარცხება უნდა შეგვეძლოს. „ბარსელონა“ რთული ბარიერი იქნება, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ და ფინალში აუცილებლად გავალთ.“
„საკუთარი ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ. ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ და გუნდის დახმარება შემიძლია. ჩემს კარიერაში არასდროს მომხდარა ფაქტი, რომელიც ამ სეზონში დაფიქსირდა. საწყის მატჩებში მონაწილეობის ნაცვლად აღდგენით პროცესს გავდიოდი. საბედნიეროდ, ტემპს ავყევი და დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობ.“
„არ ვიცი, არის თუ არა ეს სეზონი ჩემთვის საუკეთესო, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ.“
„„ბარსელონასთან“ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულად სპეციფიკურია. შესაძლოა ლა ლიგაში წინ ვიყოთ, მაგრამ ეს ესპანეთის სუპერთასია, სადაც ყველაფერი ნულიდან იწყება და ფავორიტი არ არსებობს.“
„ბურთის მეტი ფლობა? არ ვიცი, რომელი გუნდი დაიჭერს ბურთს, თუმცა მე პატივს მრავალმხრივობას ვცემ. მსურს, მაქსიმუმი გავიღოთ და მოედანზე ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, რაც გამარჯვებისთვის იქნება საჭირო.“
„დავიდ ალაბას პროგრესი? სიმართლე გითხრათ, მისი თამაშის ხარისხი არ მაკვირვებს, ავსტრიელი დიდი პროფესიონალია.“
„ბოლო 2-3 თვეში საკმაოდ ძლიერი მეტოქეების დამარცხება შევძელით და საკმაოდ მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მაგრამ სეზონის განსაზღვრა ჯერ არ შეიძლება, ვინაიდან წინ რამდენიმე მძიმე თვეა.“
- 11 იანვარი 2022
- 2 579
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.