„რეალი“ ვალდებულია „პსჟ“-ს მბაპეს ტრანსფერზე აცნობოს!
„ფიფას“ რეგულაციების მიხედვით, მადრიდის „რეალი“ ვალდებულია კილიან მბაპესთან მოლაპარაკებების შესახებ „პსჟ“-ს აცნობოს...
დიახ, მბაპემ სხვა კლუბებთან ოფიციალური მოლაპარაკებების უფლება აქვს, მაგრამ მისი მესაკუთრე კიდევ 5 თვის განმავლობაში ფრანგული გრანდია, სწორედ აქედან გამომდინარე, მადრიდელები ვალდებულნი არიან დაიცვან წესდება და ფრანგულ მხარეს წერილობით მიმართონ, სხვა შემთხვევაში კი „ფიფამ“ შესაძლოა გუნდს ფინანსური ჯარიმა დაუწესოს.
გამოცემა „ას“ მილანის „ინტერის“ მაგალითს იხსენებს, როდესაც იტალიური გუნდი 2018 წელს ლუკა მოდრიჩის დამატებას „ბლანკოსის“ გვერდის ავლით ცდილობდა, მაგრამ ფინანსურ სანქციას გადარჩა.
- 11 იანვარი 2022
- 1 179
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.