„ბარსელონასთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ერთდღიანი შესვენების შემდეგ მზადება განაახლეს. გუნდი „ელ კლასიკოსთვის“ განსაკუთრებულ და ინტენსიურ რეჟიმში ირჯება...
დღევანდელი სესია ბალახზე გახურებით დაიწყო, რასაც ტაქტიკური მონახაზების დახვეწა, ბურთის ფლობაზე ყურადღების გამახვილება და კარში დარტყმების სერია მოჰყვა.
გარეთ ბეილი, კარიმ ბენზემა, დავიდ ალაბა და მარიანო დიასი სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მარიანო და ბეილი გუნდთან ერთად საუდის არაბეთში არ გაემგზავრებიან, რომ ალაბა-ბენზემას წყვილი კლუბის დახმარებას აუცილებლად შეძლებს.
„რეალი“ ხვალ ფინალურ სეიას გამართავს, „ელ კლასიკო“ კი 12 იანვარს, 23:00 საათზე შედგება.
- 10 იანვარი 2022
- 448
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.