მარსელო და ბენზემა არ ისვენებენ
მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ ფეხბურთელებს დასვენების დღე მისცა, მარსელო ვიეირა და კარიმ ბენზემა საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდნენ და სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს.
„ბლანკოსი“ „ბარსელონასთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას ხვალიდან განაახლებს, დღეს კი გუნდის კაპიტანმა და ვიცე კაპიტანმა ინდივიდუალური დატვირთვა მიიღეს.
მარსელოს და ბენზემას კონდიციის შენარჩუნება სურთ. ვიეირა თვლის, რომ მას დასვენება არ სჭირდება, ვინაიდან სათამაშო წუთებს ისედაც ნაკლებად იღებს.
„ელ კლასიკომდე“ სამეფო კლუბის ფეხბურთელები 2 ვარჯიშის ჩატარებას მოასწრებენ, 12 იანვარს კი მთელი მსოფლიოს ყურადღებას „ბარსელონასა“ და „რეალის“ დაპირისპირება მიიქცევს.
- 9 იანვარი 2022
- 663
- 2