ანჩელოტი:„ვინისიუსის უემოციოდ ყურება წარმოუდგენელია“
კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ დიდებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„თავიდან პრობლემები გვქონდა, მაგრამ ეტაპობრივად სიტუაციის გამოსწორება შევძელით და საბოლოო ჯამში „ვალენსიას“ კარში 4 გოლი გავიტანეთ. მხოლოდ პოზიტიური შეფასებეიბ მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ ქომაგებმა იხილეს გუნდი, რომელიც შობამდე ყველა მეტოქეს ამარცხებდა. ფაქტია, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია მომატება და ამისთვის კიდევ ვიმუშავებთ.“
„სუპერთასთან დაკავშირებით ძალიან კარგი ინფორმაციები მაქვს. ლუკა იოვიჩის კოვიდ ტესტის პასუხი უარყოფითია და ის ვარჯიშს დაიწყებს, ასევე კარგად არის კარვახალი და არსებობს ალბათობა იმისა, რომ „ელ კლასიკოში“ მონაწილეობა მიიღოს. პრობლემები აღარ აქვს გარეთ ბეილს.“
„ვაქცინაცია? ამ მხრივ საუდის არაბეთში არანაირი პრობლემა არ გვექნება, ვინაიდან გუნდი ვაქცინირებულია.“
„ვინისიუსის უემოციოდ ყურება შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ბრაზილიელი მოთამაშე პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის შესანიშნავი იყო, როგორც ფლანგიდან, ასევე მოედნის ცენტრში. ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდა შემტევი კიდევ უფრო დიდ პროგრესს აჩვენებს.“
„მბაპე და „რეალის“ სამეული? ამაზე ახლა როგორ ვისაუბრო? მე სამეულს ვინისიუსით, ბენზემათი და ასენსიო-როდრიგოს დუეტიდან ერთ-ერთით ვაყალიბებ.“
„„ბარსელონამ“ ქულები ისევ დაკარგა. დიახ, ვიცი, მაგრამ მე რაშუაში ვარ? აქ „რეალზე“ სასაუბროდ მოვედი. კატალონიური კლუბი ყოველთვის იქნება ჩვენი მეტოქე.“
„ესპანეთის სუპერთასზე ჩავის გუნდთან უშეღავათო ბრძოლას ველი.“
- 9 იანვარი 2022
- 1 667
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.