ანჩელოტი:„თაობები შეიცვალა, რამაც ავტორიტეტის მოპოვება გაართულა“
კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს. ვიცით, რომ „ვალენსია“ კარგად ორგანიზებული გუნდია, თუმცა ამ თამაშში წაბორძიკება სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის, ამიტომ მეტი ყურადღება გვმართებს. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას შობამდე ვაკეთებდით.“
„„ელჩესთან“ უშეღავათო ბრძოლას ველი. ზუსტად ვიცი, რომ ეს გუნდი სამეფო თასის მომდევნო ეტაპზე დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს.“
„„ვალენსიას“ სტატისტიკა? მე არ მაინტერესებს რამდენიმე გოლი გააქვს ამ გუნდს და რამდენს უშვებს. ჩემთვის მთავარია, „რეალმა“ ხვალ უმაღლესი კლასი აჩვენოს და გამარჯვებას მიაღწიოს.“
„გუნდში სერიოზული კონკურენციაა, ამის თქმა განსაკუთრებით ნახევარდაცვის რგოლზე შეიძლება. ფედერიკო ვალვერდე მოედანზე უფრო ხშირად ჩნდება, მეორე ნაწილში კი კიდევ ბევრ შანსს მიიღებს. ურუგვაელის იმედი მაქვს და ვთვლი, რომ ის კიდევ მოუმატებს.“
„მსაჯების მიმართ გაღიზიანება ვერ დავმალე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. ზოგჯერ ემოციების კონტროლი რთულია.“
„აზარი საუკეთესო დონეზე დაბრუნებასთან ახლოს არის. რაც ყველაზე მთავარია, მისი ფიზიკური კონდიციები ნამდვილად დამაკმაყოფილებელია, ბელგიელ შემტევს აბსოლუტურად არაფერი აწუხებს.“
„ბედნიერი ვარ, რომ ვინისიუს ჟუნიორმა ვარჯიშის უფლება მიიღო და „ვალენსიასთან“ ჩვენს დახმარებას შევძლებ. მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მთელი „ბლანკოსი“ ბრაზილიელი ფეხბურთელის კარგ თამაშზეა დამოკიდებული, მცდარი მეჩვენება. ჩვენ ვიგებთ მხოლოდ გუნდური სულისკვეთებით.“
„ფაქტია, რომ ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც დაცვაში კარგად თამაშობენ, გოლების გატანა გვიჭირს. ამ კომპონენტზე ბევრს ვმუშაობთ და ვიდეოებს ვშიფრავთ.“
„„სევილია“ საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურენტია. საფრთხეები ყველა მხრიდან მოდის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩემი გუნდი საკუთარ თავზე და შედეგებზეა დამოკიდებული. თუ კარგ სერიას გამოვაცხობთ, ლიდერობას განვიმტკიცებთ. ლა ლიგაში მარტივი მეტოქე არ არსებობს, „ხეტაფესგან“ ამხელა საფრთხეს არავინ ელოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდმა 3 ქულა დაგვაკარგინა.“
„თაობები შეიცვალა, რამაც ურთიერთობების შეცვლას განაპირობა. ვერ ვიტყვი, რომ ის დამოკიდებულება რაც მამაჩემის მიმართ ჰქონდა, ჩემს შვილსაც აქვს ჩემს მიმართ. ანალოგიური ხდება მასწავლებლების და მწვრთნელების კუთხითაც. საკმაოდ დიდი შრომა გვიწევს იმისათვის, რომ ავტორიტეტი მოვიპოვოთ, ამის გარეშე გუნდის წარმატებაზე ფიქრი კი რთულია.“
„ბეილის მდგომარეობაზე ახალს ვერაფერს გეტყვით, ის „ვალენსიასთან“ არ იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით, „ელ კლასიკოსთვის“ ფორმაში ჩადგომას შეძლებს.“
„იანვარში ფეხბურთელების წასვლაზე არ ვფიქრობთ. თუ რომელიმე მოთამაშე მოვა და მთხოვს, რომ მისი გაშვება დავუშვა, აუცილებლად გავითვალისწინებ თხოვნას.“
„სებალიოსს ავუხსენი, რომ ტრავმის შემდეგ „ალკოიანოსთან“ მატჩში მოედანზე გასვლა რისკებს შეიცავდა, რადგან ბოლო წუთებში აშკარა უხეშობებს ჰქონდა ადგილი. ესპანელი ცოტა გაბრაზდა, თუმცა მას ვუთხარი, რომ ბოლო 5 წუთს მივცემდი. აბუჩად აგდება? მერწმუნეთ, მსგავს საქციელს არცერთ ფეხბურთელს არ ვაპირებ, მაგრამ დანი ცუდად არ მოქცეულა.“
- 7 იანვარი 2022
- 2 087
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.