ანჩელოტის მთელი ყურადღება მერიჰ დემირალზე გადააქვს
ანტონიო რუდიგერის „რეალში“ ტრანსფერი ფაქტობრივად ჩაშლილია. მხარეები დეტალებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ, კარლო ანჩელოტი კი დროს აღარ კარგავს და ახალ სატრანსფერო პრიორიტეტს სახავს...
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიელი სპეციალისტი მერიჰ დემირალის მიმართ დიდ სიმპატიებს გამოხატავს და მიიჩნევს, რომ თურქი მცველი „ბლანკოსს“ ძალიან გამოადგება.
როგორც მოგეხსენებათ, დემირალი ამ ეტაპზე „ატალანტას“ ღირსებას იცავს, თუმცა ტურინის „იუვენტუსის“ საკუთრებაა და ბერგამოში იჯარით თამაშობს.
დემირალის ფასი ამ ეტაპზე 30 მილიონ ევროს უტოლდება. კარლო კი მიიჩნევს, რომ მოთამაშის პროგრესის ფონზე, მისი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ „ბლანკოსმა“ ფეხბურთელთან კომუნიკაცია დროულად უნდა დაამყაროს.
- 7 იანვარი 2022
- 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.