„ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ ბერნაბეუზე სამუშაოები დაჩქარდება

მადრიდის „რეალისა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე შედგება, შემდეგ კი „ბლანკოსი“ საუდის არაბეთში მიემგზავრება და საშინაო არენაზე მატჩს 2 კვირის განმავლობაში არ გამართავს...

აღსანიშნავია, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ამ პერიოდის სათავისოდ გამოყენებას გეგმავს და სამუშაოებს კიდევ უფრო დააჩქარებს. ბერნაბეუზე გასამართი მატჩების გამო, სამუშაოები ხშირად ყოვნდება, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

8 იანვრის შემდეგ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება და მხოლოდ 22 იანვარს შეჩერდება, ვინაიდან 23-ში ესპანეთის დროით 16:15 საათზე „ბლანკოსი“ „ელჩეს“ უმასპინძლებს.

ასევე აღსანიშნავია თებერვლის თვის 2 კვირიანი შუალედი, რომელიც „ბლანკოსს“ ხელს მისცემს. 5 ან 6 თებერვალს „ბლანკოსი“ „გრანადას“ მასპინძელი იქნება, შემდეგ კი 20 თებერვლამდე საშინაო მატჩებს არ გამართავს. ამ შუალედში „მერენგები“ „ვილიარეალს“ და „პსჟ“-ს ეწვევიან.

  • Hala
  • 7 იანვარი 2022
  • 581
  • 1

1

7 იანვარი 2022 15:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 917
კოუტინიოს აშკარად პროგრესი აქ, ჯერ ბაიერნი, მერე ბარსელონა ახლა ასტონ ვილა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)