15 წლიანი მადრიდული ეპოქა სრულდება!
როგორც სჩანს, მარსელო ვიეირა გადაწყვეტილებას შეცვლას არ აპირებს. ბრაზილიელი ლეგენდა სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალს“ გამოემშვიდობება...
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ფლორენტინო პერესისთვის უკვე ცნობილია და „ბლანკოსი“ ლეგენდის სათანადო გაცილებას აპირებს.
დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს, კაპიტანი პრესკონფერენციას გამართავს და საკუთარ გადაწყვეტილებას საჯაროდ გამოაცხადებს.
15 წლიანი მადრიდული ეპოქა დასასრულს უახლოვდება. მარსელო „ბლანკოსიდან“ უამრავი ტიტულით, დასამახსოვრებელი მატჩით და რაც ყველაზე მთავარია - ქომაგების უდიდესი სიყვარულით მიდის.
ყოველგვარი ჭორები კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით 99%-იანი ალბათობით ჭორად დარჩება, რადგან ფეხბურთელი პოზიციას შეცვლას არ აპირებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ მოთამაშე საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს და სხვა კლუბში თამაშის პერსპექტივას არ განიხილავს.
- 7 იანვარი 2022
- 741
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.