„რეალმა“ „ვალენსიასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს...

„ვალენსიასთან“ მატჩისთვის მოსამზადებლად კარლო ანჩელოტის მხოლოდ 2 დღე აქვს, აქედან გამომდინარე, ვარჯიში დღეიდანვე ინტენსიური იყო.

„ალკოიანოსთან“ სასტარტოში მყოფი ფეხბურთელები სესიის პირველ ნაწილში განსხვავებულად დაიტვირთნენ, შემდეგ კი მწვრთნელის ყველა დავალება შეასრულეს.

გარეთ ბეილი მწვანე მინდორზე მარტო მუშაობდა, დანი კარვახალს კი ისევ პრობლემები აქვს და მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში გარჯით შემოიფარგლა.

მენდიმ, მოდრიჩმა, ბენზემამ, ვინისიუსმა და კურტუამ სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს, ისინი „ვალენსიასთან“ 100%-ით მზად იქნებიან.

ანჩელოტიმ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობას, სწრაფ შეტევებს, პრესინგს, მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშსა და ტაქტიკურ მონახაზებს.

ხვალ კოლექტივი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და ფინალურ სესიას გამართავს.

  • Hala
  • 6 იანვარი 2022
  • 511
  • 1

1

6 იანვარი 2022 20:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 382
პაპიიი მიდიი არ დაინდო ,, სევილია ვერ მოიჩიმაა ერტი გემოზე რააა, ყველა ჩვენი მოსაჭიმი რავა უნდა იყვეს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (314)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)