რუდიგერის ტრანსფერი ჩავარდა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ანტონიო რუდიგერის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერი ჩავარდა...
როგორც სჩანს, მხარეებმა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ვერ შეძლეს, რაც პირველ რიგში ფინანსური ფაქტორიდან გამომდინარეობს.
სატრანსფერო ბონუსის გარდა, რუდიგერი „ბლანკოსს“ კვირაში 200 000 გირვანქა სტერლინგის გადახდას სთხოვდა, ფლორენტინო პერესისთვის კი ეს არარეალური მოთხოვნა იყო.
„ბლანკოსში“ თვლიდნენ, რომ ტონი 5 წლიანი კონტრაქტით შესანიშნავ პირობებს მიიღებდა და ამასთანავე „რეალში“ თამაშის შანსი ექნებოდა, მაგრამ როგორც სჩანს, გერმანელი ფეხბურთელი სხვაგვარად ფიქრობს.
ბრიტანელთა ცნობით, რუდიგერი კარიერას ან კვლავ „ჩელსიში“, ან მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს.
- 6 იანვარი 2022
- 580
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.