ისკო:„„რეალიდან“ ჩემი წასვლა შესაძლებელია“
ისკო ალარკონმა „ალკოიანოსთან“ გამარჯვებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეძლო. ესპანელმა მატჩის მიწურულს კომენტარი გააკეთა...
„ბუნებრივია კმაყოფილები ვართ. მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, რომ „ლა კოპა“ „რეალისთვის“ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ამიტომ „რეალი“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ტურნირის ფინალში მოხვდეს და გამარჯვება იზეიმოს.“
„საკმაოდ რთული მატჩი იყო. „ალკოიანოს“ ყველა ფეხბურთელი ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა და საკმაოდ ბევრ წინააღმდეგობას შევხვდით.“
„მომავალი? ვერ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა „ბლანკოსი“ მართლაც დავტოვო. პატივს ვცემ ხელშეკრულებას, რომელიც კლუბთან მაკავშირებს.“
- 6 იანვარი 2022
- 2 400
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.