ანჩელოტი:„საუკეთესო ხარისხი არ გვიჩვენებია, მაგრამ გავიმარჯვეთ“

კარლო ანჩელოტიმ „ალკოიანოსთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ჩვენ ვითამაშეთ ის მატჩი, რომელიც უნდა გვეთამაშა. „ალკოიანოს“ ფეხბურთელების მოწოდების სიმაღლეზე დგომა არ გაგვკვირვებია. ამ გუნდმა არნახული შემართება გამოამჟღავნა. გრძელ გადაცემებსა და მაღალ ჩაწოდებებზე დიდი ყურადღება გავამახვილეთ.“

„მარიანოს პრობლემა მარჯვენა ფეხის კუნთზე ჰქონდა. ვიმედოვნებ, ფორვარდი მალე მოახერხებს მწყობრში ჩადგომას და გუნდის დახმარებას.“

„ვერ გეტყვით, რომ იდეალური თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ ეს საკმარისი იყო მოგების დასაფიქსირებლად. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ არ დავბნეულვართ და მეორე გოლის გატანა მალევე შევძელით, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა.“

„ანდრეი ლუნინის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. უკრაინელმა კიპემა დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოსინჯა ძალები. ვფიქრობ, ის წარმატებული იქნება.“

„აზარმა ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. მატჩის შემდეგ ედენს ვუთხარი, რომ მისი პროგრესი აშკარაა და ასე გაგრძელება მართებს.“

„ვიმედოვნებ, ბელგიელი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმას დაუბრუნდება, რაც მეორე წრეში გუნდის წარმატებში დიდ წვლილს შეიტანს.“

  • Hala
  • 6 იანვარი 2022
  • 2 528
  • 1

1

6 იანვარი 2022 15:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 006
აზარზე თქვა ერთიერთზე თამაშის უპირატესობა უნდა დაიბრუნოსო, თავს არიდებს კაცის მოტყუებას, არადა ძაან იოლად შეუძლია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)