„რეალმა“ „ალკოიანოსთვის“ მზადება დაასრულა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა სამეფო თასის მატჩისთვის მზადება დაასრულეს...
თავდაპირველი გახურების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა გუნდი ორად გაყო და განსხვავებული დავალებები მისცა. შემდეგ ჩატარა ფიზიკური და ტაქტიკური სამუშაოების სერია.
ვარჯიში მოკლე სივრცეში ზუსტი თამაშითა და კარში დარტყმებზე ყურადღებით გამახვილებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ კარიმ ბენზემამ, მოდრიჩმა, მენდიმ, გარეთ ბეილმა, ტიბო კურტუამ და დანი კარვახალმა გუნდთან ერთად არ ივარჯიშეს, ისინი სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ.
- 4 იანვარი 2022
- 339
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.