ანჩელოტი „ალკოიანოსთან“ ბევრ ცვლილებას გეგმავს
სამეფო თასის დაპირისპირებაში კარლო ანჩელოტი რამდენიმე ცვლილების განხორციელებას გეგმავს...
ფაქტობრივად დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ შანსი მიეცემათ ნაჩო ფერნადესს და ანდრეი ლუნინს, პირველი დაცვის ცენტრალურ რგოლს გააძლიერებს, ხოლო უკრაინელი კიპერი კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
ასევე იგეგმება ფედერიკო ვალვერდესა და ედუარდო კამავინგას გამოყენება, თუმცა უცნობია, რომელ ფეხბურთელებს დაასვენებს კარლო ნახევარდაცვის რგოლიდან.
სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს ედენ აზარი, რომელსაც ფლანგიდან როდრიგო დაეხმარება, წინ კი კვლავ კარიმ ბენზემას ვიხილავთ.
ანჩელორი ამ ეტაპზე სასტარტოს ფორმირების პროცესშია, თუმცა კარგად იცის, რომ როტაცია აუცილებელია.
- 4 იანვარი 2022
- 609
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.