ფელიქს დიასი:„„რეალს“ აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ჰოლანდი დაიმატოს“
ხოსე ფელიქს დიასმა ერლინგ ჰოლანდის მადრიდის „რეალში“ გადასვლა დაანონსა და განაცხადა, რომ „ბლანკოსი“ კვლავ 10 წლიან პროექტს ამუშავებს...
„დიახ, 2009 წელს დიდი ინვესტიციების შედეგად აშენდა გუნდი, რომელმაც უამრავი ტიტული მოიგო, ახლა კი ფლორენტინო პერესი ახალ ეტაპზე გადადის. გუნდში განახლება აუცილებელია, სწორედ ამიტომ „ბლანკოსმა“ ორიენტიაცია ისევ ახალგაზრდა და სუპერპერსპექტივის მქონე ფეხბურთელებზე გააკეთა.“
„მბაპესა და ჰოლანდის გუნდში ყოლა გარანტია იმისა, რომ „რეალის“ შეტევა მრავალი წლის მანძილზე უდიდეს პრობლემებს შეუქმნის მეტოქე გუნდებს.“
„პერესს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჰოლანდის ტრანსფერი წარმატებით დაასრულოს. „ბლანკოსის“ ეკონომიკური პოლიტიკა 100%-იანი სიზუსტით არის წარმართული. წლების მანძილზე „ბლანკოსს“ შემოსავლების მხრივ საოცარი ციფრები ჰქონდა, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, რომ ბევრად აქტიური იყოს.“
„ვფიქრობ, 31 იანვრამდე კომუნიკაცია წარმატებით უნდა დასრულდეს, ტრანსფერი კი ზაფხულში შედგეს.“
- 4 იანვარი 2022
- 520
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.