ფერნანდო რედონდო:ფეხბურთელი და ადამიანი
ფერნანდო რედონდომ ისევე როგორც დიეგო მარადონამ, დაიწყო თავისი პროფესიონალური კარიერა, საფეხბურთო კლუბ Argentinos Juniors-ში. უკვე თხუთმეტი წლის ასაკში მან გულშემატკივრებისა და საფეხბურთო სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო....
19-წლის რედონდო თავისი კლუბის ლიდერად გვევლინება. ამავე დროს ფეხბურთელი პრობლემების წინაშე დადგა, როცა Argentinos Juniors-ის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა გაეშვა სათამაშოდ თავისი ახალგაზრდა ვარსკვლავი ევროპაში. თუმცა ფერნანდოს იურისტებმა შესძლეს მის კონტრაქტში "სუსტი წერტილის" პოვნა და ფეხბურთელი, რომელმაც მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი 1990-წელს გაემგზავრა კანარის კუნძულებზე პრიმერა დივიზიონის გუნდ "ტენერიფეში" საასპარეზოდ, რომელსაც წვრთნიდა არგენტინელი სპეციალისტი ხორხე ვალდანო.
ადაპტაციის გასავლელად ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში რედონდოს ორი წელი დასჭირდა, რის შემდეგაც ფეხბურთელი შესანიშნვად ათამაშდა. მას რეგულარულად იწვევდნენ თავისი ქვეყნის ნაციონალურ ნაკრებში. 1994-წლის მუნდიალზე, რომელიც აშშ-ში მიმდინარეობდა, არგენტინელებმა ძალიან სუსტად იასპარეზეს (მერვედფინალში ისინი რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშნენ), თუმცა რედონდოს ბრწყინვალე თამაში არავითარ ეჭვს აღარ იწვევდა.
იმავე ზაფხულში რედონდომ მიიღო მიწვევა "სამეფო კლუბისაგან" და ნახევარმცველი ესპანეთის დედაქალაქში გაემგზავრა ხუთი მილიონი დოლარის (იმ დროისათვის ძალიან შთამბეჭდავი თანხის სანაცვლოდ). მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში რედონდო მომენტალურად გახდა შეუცვლელი ფეხბურთელი. ფერნანდოს უბადლო ტექნიკამ, მოედნის იდეალურმა ხედვამ და შესანიშნავმა ასპარეზობამ დიდწილად განაპირობა ის, რომ "რეალმა" შეძლო ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულის დაბრუნება.
1998-წელს "სამეფო კლუბი" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს-ჩემპიონთა თასს დაეუფლა. რეალის ბევრი არაკეთლმოსურნე ირონიულად აღნიშნავდა , რომ კლუბს არ შეეძლო 32-წლის განმავლობაში მოეგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, მაგრამ ტაქტიკამ ორი ფლეიმეიკერის გამოყენებით (დაცვითი სტილის-რედონდო და შემტევი კლარენს ზეედორფი) დაეხმარა"რეალს" დაეპყრო მწვერვალი.
ამ წყვილს ყველა ფენომენალურს უწოდებდა. აბსოლიტურად არ არის გასაკვირი ის, რომ ორი წლის შემდეგ მადრიდელები კიდევ ერთხელ გახდნენ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები, ხოლო ფერნანდო რედონდო უეფას მიერ დასახელებული იქნა 1999-2000 წლის ევროტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად.
სამწუხაროდ, არგენტინის ნაკრებში ნახევარმცველმა ვერ შეძლო თავის წარმოჩენა. აქ რედონდოს ტიტულები 1992-წლის კონფედერაციის თასისა და 1993-წლის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ტიტულით იფარგლება. მსოფლიოს 1994-წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კი ერთადერთია სადაც მან შეძლო მონაწილეობის მიღება.
1990-წელს რედონდომ უარი განაცხადა ნაკრებში თამაშზე იმის გამო, რომ დაესრულებინა უნივერსიტეტში სწავლა, ხოლო რვა წლის შემდეგ ღიად განაცხადა უარი ნაკრებში თამაშზე მაშინდელი მწვრთნელის დანიელ პასარელას პრინციპების გამო, რომელიც კრძალავდა ნაკრებში გრძელი თმების ტარებას.
მალე რედონდომ ისევ გააკვირვა ყველა თავისი პრინციპიალურობით. 2000-წლის ზაფხულში ფეხბურთელი გადავიდა იტალიურ "მილანში" 18-მილიონი ევროს სანაცვლოდ, თუმცა უკვე ერთ-ერთი პირველი ვარჯიშის დროს მან მუხლის უმძიმესი ტრამვა მიიღო, რომელმაც წერტილი დაუსვა მის შემდგომ კარიერას.
ფერნანდო მიხვდა, რომ მისი აღდგენის პროცესს მრავალი თვეები დასჭირდებოდა მან ნებაყოფლობით უარი განაცხადა კუთვნილ ხელფასზე ასევე კლუბის ავტომობილზე და საცხოვრებელ სახლზე.
რედონდო მაინც დაბრუნდა! საშინელი ტრამვისაგან საბოლოოდ გამოჯანმრთელება მან ვერ შეძლო, მაგრამ 2002-წლის 3 დეკემბერს რედონდო გამოვიდა მინდორზე "მილანის" ფორმით. 2002-2003 წლების სეზონში მან მიიღო მონაწილეობა რვა შეხვედრაში სერია А-ში, ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 5-მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც "მილანის" ტრიუმფით დასრულდა.
by CH1PO
- 16 ივლისი 2010
- 1 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.