როისტონ დრენტე:"დარჩენა მსურს"
როისტონ დრენტეს არ სურს მადრიდის "რეალის" დატოვება
ფლორენტინო პერესი აგრძელებს აქტიურ სატრანსფერო კამპანიას.ამ მომენტისათვის პრეზიდენტი აპირებს გუნდში დატოვოს 25 ფეხბურთელი,ამიტომ ზოგიერთი ფეხბურთელი სხვა კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.ჰუნტელაარი გადავიდა "მილანში","ინტერი" არჩევანს აკეთებს ვან დერ ვაარტსა და სნეიდერს შორის.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია,თითქოს "მილანში" აიღებდა გეზს როისტონ დრენტეც.თვითონ ფეხბურთელს ეს ვარიანტი არ მოსწონს.
"მადრიდის "რეალი"–ჩემი ოჯახია.მე მსურს დარჩენა და ძირითადისათვის ბრძოლა"–განაცხადა დრენტემ მარკასთან საუბარში.
ასევე გაჩნდა ინფორმაცია,რომ "მილანი" ჰუნტელაარს გამოიყენებს შუამავლად დრენტეს ტრანსფერში მოლაპარაკებების დროს.
- 14 აგვისტო 2009
- 2 900
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.