„სევილიამ“ ისევ მოიგო და „რეალს“ უახლოვდება
ანდალუსიურმა „სევილიამ“ „კადისთან“ გასვლითი დაპირისპირება მოიგო და 41 ქულა ჩაიწერა აქტივში. ხულიენ ლოპეტეგის გუნდის წინსვლა აშკარა და თვალნათლივია. ქულების აღნიშნული რაოდენობა სევილიელებს 19 ტურში აქვთ და „ბლანკოსს“ 5 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ამ გუნდს 1 დაპირისპირება კიდევ აქვს სათამაშო, რომლის მოგების შემთხვევაშიც „რეალთან“ მხოლოდ 2 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდება...
კარლო ანჩელოტის გუნდის მხრიდან რამდენიმე დაპირისპირებაში უაზროდ გაფლანგულმა ქულებმა ლა ლიგაში სიტუაცია კვლავ დაძაბა, რაც ძალიან სამწუხაროა.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს „მერენგებს“ კიდევ ერთი მძიმე მატჩის ჩატარება მოუწევთ „ვალენსიასთან“, რომლის ვერმოგების შემთხვევაში სიტუაციას ძალიან გაირთულებენ.
იმავე ტურში „სევილია“ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ბოლო ტურებში მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა, თუმცა ფაქტია, რომ „ბლანკოსს“ „ვალენსიას“ სახით ბევრად ძლიერი მეტოქე ჰყავს, ვიდრე ანდალუსიურ კლუბს. „ღამურები“ ლა ლიგაში ამ ეტაპზე მე-9 პოზიციას იკავებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხეადგილოსან „ატლეტიკოსთან“ მხოლოდ 4 ქულიანი სხვაობა აქვთ.
- 4 იანვარი 2022
- 422
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.