შესაძლოა ისკო 6 თვით პრემიერლიგაში წავიდეს
ისკოსა და „რეალის“ ურთიერთობას წერტილი 6 თვეში დაესმება, თუმცა 2022 წლის პირველი ნახევარი ესპანელმა შესაძლოა პრემიერლიგაში გაატაროს.
Daily Mirror-ის ცნობით, „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ნახევარმცველის 6 თვიანი იჯარით აყვანას გეგმავს. ლონდონური კლუბი შეთანხმების სანაცვლოდ „ბლანკოსს“ პირდება, რომ მოთამაშის ხელფასის ნახევარს გადაიხდის.
იმ შემთხვევაში, თუ ალაკონი პრემიერლიგურ გამოწვევას მიიღებს, შეთანხმება სავსებით რეალურია.
კარლო ანჩელოტის ნახევარმცველის გაშვების საწინააღმდეგო არაფერი აქვს და თვლის, რომ გუნდის ნახევარდაცვაში ისკოს გარეშეც მოიძებნება შესაბამისი რესურსი.
- 3 იანვარი 2022
- 857
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.