ლუნინი „ალკოიანოსთან“ სასტარტოდან დაიწყებს
„მარკას“ ცნობით, „ლა კოპას“ დაპირისპირებაში სამეფო კლუბის კარის უსაფრთხოებაზე უკრაინელი ახალგაზრდა კიპერი, ანდრეი ლუნინი იზრუნებს.
კარლო ანჩელოტი ახალგაზრდა კიპერს შანსს მისცემს, რომელიც ანდრეიმ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
მაშინ, როდესაც კურტუას ტესტის პასუხი დადებითი იყო, ლუნინი „ხეტაფესთან“ მატჩშიც სასტარტოში მოიაზრებოდა, მაგრამ ვითარების შეცვლის შემდეგ კარლომ არჩევანი კვლავ ბელგიელ კარის დარაჯზე გააკეთა.
„ალკოიანოსთან“ ლუნინს ვიხილავთ საქმეში და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
- 3 იანვარი 2022
- 540
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.