გუნდმა პირველი ვარჯიში გამართა

სამეფო კლუბის ფეხბურთელები, საზაფხულო შესვენების შემდეგ პირველად შეიკრიბნენ "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე, სადაც მათ ახალი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო შეხვდა.

"ბლანკოსმა" სეზონის პირველი ვარჯიში წარმატებით ჩაატარა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებთან გარკვეული კონსულტაციები გაიარა, შემდეგ კი მომზადების ჩატარებას შეუდგა.

მოურინიოს განკარგულებაში დღეს 10 ფეხბურთელი იყო. დუდეკი, რომელმაც სამეფო კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძილვა და იგი გუნდში მომავალი წლის ივნისამდე დარჩება. ასევე იყვნენ: ადანი, ეზიკელ გარაი, მარსელო, როისტონ დრენტე, ფერნანდო გაგო, მაჰამადუ დიარა, ესტებან გრანერო, ლასი და კარიმ ბენზემა.

ასევე ვარჯიშზე გამოცხადდნენ კასტილიელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც რუი ფარია ავარჯიშებდა. ეს ფეხბურთელები არიან : კარვაჟალი, ტებერი, ნაჩო, ალექსი, დენისი, ფრან რიკო, ხოსელუ და მორატა.

მომდევნო ვარჯიში დღეს საღამოს, ესპანეთის დროით 17:30 წუთზე დაიწყება.

  • Hala
  • 16 ივლისი 2010
  • 1 926
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)