„იუვე“ მორატას შემცვლელად იკარდის განიხილავს, ჩავი ალვაროს კატალონიაში ელის
იტალიური გამოცემების ცნობით, ალვარო მორატას მომავალი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, ის მინიმუმ 6 თვეს „კამპ ნოუზე“ გაატარებს.
მეტიც, ტურინელებმა ალვაროს შემცვლელად მაურო იკარდი დაასახელეს. „ბებერი ქალბატონი“ „პსჟ“-სთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა რამდენად მოხდება შეთანხმება მეორე საკითხია.
„იუვენტუსი“ იკარდის იჯარით აყვანაზეც თანახმაა. მასიმილიანო ალეგრი თვლის, რომ მორატას წასვლით გამოწვეული დანაკლისის შევსება აუცილებელია.
როგორც სჩანს, „კასტილიელი“ მორატა კარიერას უშუალო კონკურენტის ბანაკში გააგრძელებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ალვარომ „ატლეტიკოში“ თამაშიც მოასწრო.
- 3 იანვარი 2022
- 453
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.