„რეალმა“ „აიაქსს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა

„რეალი“ აღარ ხუმრობს. სულ რაღაც ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბი „აიაქსის“ ნახევარმცველის, რაიან გავენბერხის შეძენით იყო დაინტერესებული, ახლა კი კომუნიკაცია კონკრეტულ შედეგებამდე მიდის.

არსებული ინფორმაციით, აგენტ მინო რაიოლასთან „ბლანკოსის“ წარმომადგენლობა კონკრეტული წინადადებით წარსდგა, ამასთან ერთად „რეალმა“ ოფიციალურად მიმართ ამსტერდამულ გრანდს და გრავენბერხის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზა.

„მერენგები“ მზადყოფნას გამოთქვამენ, შეთანხმება იანვარშივე დახურონ, მოთამაშეს კი სეზონის ბოლომდე ჰოლანდიის ერედივიზიონში დარჩენის საშუალება მისცენ.

თუ შეთანხმება შედგება, რაიანი „რეალთან“ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელსაც ვადა 2028 წელს ამოეწურება.

ესპანური გამოცემები, ბლოგერები და ექსპერტ-ანალიტიკოსები ერთხმად იუწყებიან, რომ ეს შეთანხმება ახლოს არის.

  • Ramos
  • 3 იანვარი 2022
  • 3 712
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)