„ალკოიანოსთვის“ მზადება დაწყებულია
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს. ანჩელოტის გუნდმა სამეფო თასის დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყო. „ალკოიანოსთან“ მატჩი სულ რაღაც 2 დღეში შედგება, ამიტომ „ბლანკოსს“ მოსამზადებლად ცოტა დრო აქვს...
დღევანდელ სესიაზე ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ მოთამაშეებმა მინდორზე გადაინაცვლეს და ყურადღება ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობას და კარში დარტყმებს დაუთმეს.
მოთამაშეები, რომლებიც „ხეტაფესთან“ სასტარტოში იყვნენ, დღეს შედარებით ნაკლებად იტვირთებოდნენ, დანარჩენებმა კი ყველა დავალება სრულად შეასრულეს.
ხვალ გუნდი ფინალურ სესიას გამართავს, ზეგ კი Copa Del Rey-ს გათამაშებაში ჩაერთვება.
- 3 იანვარი 2022
- 346
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.