„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი 95%-ით „ბარსელონას“ ახალი მოთამაშეა
არაერთი ესპანური გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალის“ ყოფილი მოთამაშე 95%-ით „ბარსელონას“ წევრი ხდება...
საუბარია ალვარო მორატაზე, რომელიც „კამპ ნოუზე“ 6 თვიანი იჯარის წესით ითამაშებს, თუმცა ჩავის გუნდს მისი გამოსყიდვის საშუალება მიეცემა.
აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული გამოცემებიც გამოეხმაურნენ. ყველა ელის საბოლოო განცხადებას, რომელსაც კატალონიური კლუბი გააკეთებს.
შეგახსენებთ, მორატა „რეალის“ გაზრდილია და „ბლანკოსის“ რიგებში 95 ჩატარებულ მატჩს მოითვლით, სადაც 31 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ასევე აღსანიშნავია „კასტილიას“ სტატისტიკაც. „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში ალვაროს 83 დაპირისპირება აქვს გამართული, მის ანგარიშზე 44 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.
- 3 იანვარი 2022
- 8 498
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.