ლუკაკუ „ჩელსის“ სკანდალით ტოვებს? - „რეალი“ გააქტიურდა!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, რომელუ ლუკაკუს სკანდალურმა განცხადებებმა ლონდონის „ჩელსისთან“ განშორების საფუძველი შექმნა. „არისტოკრატების“ მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი უკვე რადიკალურ გამოსვლებშია შემჩნეული. როგორც სჩანს, ბელგიელი მოთამაშე გუნდში სიტუაციას ურევს...
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლუკაკუ შესაძლოა „ინტერში“ დაბრუნდეს, ვინაიდან მას ძალიან უყვარს ქალაქი მილანი და ზოგადად იტალია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სიტუაციას ყურადღებით აკვირდება ფლორენტინო პერესიც. „რეალის“ პრეზიდენტს ლუკაკუ რამდენიმე წელია აინტერესებს, თუმცა შეთანხმება ფინანსური დეტალების გამო ვერ ხერხდებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ლუკაკუსა და „ჩელსის“ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, ფეხბურთელის ფასიც შემცირდება, სწორედ აქედან გამომდინარე, „ბლანკოსის“ რადარზე ბელგიელი ფორვარდი კვლავ მკვეთრად იქნება აღბეჭდილი.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...
- 3 იანვარი 2022
- 1 186
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.