ალაბასა და მილიტაოს დიდებული დუეტი!

მაშინ, როდესაც დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო დაცვის ცენტრს ერთად ამაგრებნე, „ბლანკოსის“ შედეგები საოცარია.

ფაქტია, რომ კარლო ანჩელოტის დაცვაში ბრაზილიურ-ავსტრიული დუეტის იმედი უნდა ჰქონდეს.

მიმდინარე სეზონის სტარტიდან დღემდე, დავიდ ალაბამ და ედერმა სასტარტო შემადგენლობაში თამაში ერთად 19-ჯერ დაიწყეს, საიდანაც „რეალმა“ 15 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. 19 თამაშში კურტუამ მხოლოდ 9 გოლი გაუშვა, რაც თავისთავად საიმედო დაცვის დიდი დამსახურებაც არის.

ამასთანავე აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, 19 თამაშიდან 11-ში „რეალს“ გოლი საერთოდ არ გაუშვია, გაშვებული 9 გოლი კი დანარჩენ 8 დაპირისპირებაზე მოდის.

როგორც სჩანს, მილიტაოსა და ალაბას „ბლანკოსში“ დიდი ეპოქა ექნებათ და ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ჯერ რამოსი-პეპეს, ხოლო შემდეგ რამოსი-ვარანის დუეტის სრულფასოვან ჩანაცვლებას.

  • Ramos
  • 2 იანვარი 2022
  • 544
  • 1

1

3 იანვარი 2022 11:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ალაბასა და მილიტაოს დიდებული დუეტი!? სერიოზულად?
გუშინ გამოჩნდა ამათი სიდიადე, ხეტაფესთან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (180)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)