ანჩელოტი:„2022 წელს სერიოზული ამბებით ვიწყებთ“

კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდი ფაქტობრივად სრული შემადგენლობით იბრძოლებს. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია. კარვახალი და ბეილი აღდგენით პროცესში არიან, მაგრამ მათ მოედანზე მალე ვიხილავთ.“

„ჩავის აზრებთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გავაკეთებ. ყველა მწვრთნელმა იცის, რა ხდება მის გუნდში. არსებობს კოვიდ პროტოკოლი, რომელიც ვალდებულნი ვართ, დავიცვათ და ამ წესებს მივყვეთ. კორონავირუსის გამო ბევრი გუნდი დაზარალდა.“

„მბაპეს ტრასნფერი? მოდით დაველოდოთ რა მოხდება 30 ივნისის შემდეგ, მანამდე კი „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის და სამეფო თასის მოგებისთვის იბრძოლებს.“

„მე არ ვარ ექიმი, თუმცა ხშირად ვუსმენ მეცნიერებს და ვთვლი, რომ არსებული პანდემია კონტროლს ექვემდებარება. ფეხბურთის კიდევ ერთხელ შეჩერება ფაქტობრიბად კოლაფსს გამოიწვევს, ამიტომ ამ საკითხზე სხვა პოზიციაზე მყოფ პირებს ვერ შევუთანხმდები.“

„ახალი ხელმოწერები 2022 წელს? მე მსურს, ვიჯდე ახალი ბერნაბეუს ახალ სკამზე, რომელიც მთავარი მწვრთნელისთვის იქნება განკუთვნილი. ახალ წელს დიდი გეგმებით ვიწყებთ.“

„2022 წელს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ჯანმრთელობა. ასევე ვოცნებობ ლა ლიგის მოგებაზე, ვინაიდან არ ვიცი, რა გრძნობებთან არის დაკავშირებული ესპანეთის შიდა პირველობის ჩემპიონობა. მწვრთნელობის პირველ ეტაპზე პრიმერაში ვერაფერს გავხდი.“

„ვფიქრობ, კურტუას თამაში შეუძლია. მისი ტესტის პასუხი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა ცრუ აღმოჩნდა, ის აბსოლუტურად უსიმპტომო იყო და სახლის პირობებში ვარჯიშობდა, ტიბო ჩვენთან ერთად არის და ჯანმრთელია.“

„ედენ აზარმა შობის წინა დღეებში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ის აუცილებლად მიიღებს შანსს. სასტარტო? მოდით, ამაზე ახლა ნუ ვისაუბრებთ, ჯერ კიდევ შემადგენლობის ფორმირების პროცესში ვარ.“

„მარსელოს, ისკოს, ბეილის და მოდრიჩის კონტრაქტები? ლუკასთან დაკავშირებიტ დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ არ ვთვლი, რომ მხოლოდ ის გაახანგრძლივებს. ვნახოთ, რა მოხდება 30 ივნისამდე.“

„თუ კაპიტანი გუნდიდან წავა, მე მას ჩავეხუტები და დიდ მხარდაჭერას აღვუთქვამ. ვფიქრობ, მომდევნო თვეებში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.“

„თუ მბაპე და ჰოლანდი „რეალის“ ფეხბურთელები გახდებიან, ჩვენ დაუმარცხებელი გუნდის სტატუსს მაინც ვერ მივიღებთ, ვინაიდან არასდროს იცი კონკრეტულ მატჩში არ შეიძლება მოხდეს, თუმცა რა თქმა უნდა, ამ მოთამაშეებს ნებისმიერი გუნდისთვის დიდი რესურსის მოტანა შეუძლიათ.“

„ლუნინი ძალიან პერსპექტიული და ნიჭიერი მეკარეა. მას არ აქვს წუთები, მაგრამ შანსს აუცილებლად მიიღებს. უკრაინელის კონკურენტი მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯთა სიაში მყოფი ადამიანია ტიბო კურტუას სახით.“

„მოთამაშეები პროფესიონალები უნდა იყვნენ, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რადგან მათ ბევრი მიმდევარი ჰყავთ. ჩემი ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობენ რეგულაციების დაცვას, თუმცა რამდენიმეს კოვიდ 19 მაინც აღმოაჩნდა.“

  • Hala
  • 2 იანვარი 2022
  • 2 346
  • 1

1

3 იანვარი 2022 11:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265
დიდებული დასაწყისია 2022 წლის.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)