იანვარში „რეალი“ შესაძლოა ორმა ფეხბურთელმა დატოვოს
ესპანური გამოცემების ცნობით, იანვრის თვეში მადრიდის „რეალს“ შესაძლოა ორი ფეხბურთელი დაემშვიდობოს...
საუბარია ხესუს ვალიეხოსა და მარიანო დიასზე. კარლო ანჩელოტი ამ ფეხბურთელებზე არანაირ გათვლას არ აკეთებს და იმ შემთხვევაში, თუ ფლორენტინო პერესი საინტერესო წინადადებას მოისმენს, მოთამაშეების გაშვების შანსი დიდია.
მარიანო აბსოლუტურად უშანსოდაა. კარლო ბენზემას შემცვლელად ლუკა იოვიჩს მოიაზრებს, სერბის არყოფნის შემთხვევშიც კი წინა ხაზში როდრიგოს პერსპექტივას ხედავს.
რაც შეეხება ვალიეხოს. მილიტაო-ალაბას დუეტი ხელშეუხებელია, მათი შეცვლის საჭიროების შემთხვევაში კი გუნდში ნაჩო თამაშობს, აქედან გამომდინარე, ხესუსის წასვლაც არ არის გამორიცხული.
ასევე იწერება ისკო ალარკონზეც, თუმცა ესპანელი ნახევარმცველი გუნდში დიდი ალბათობით სეზონის ბოლომდე დარჩება.
- 1 იანვარი 2022
- 2 290
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.