ABC - „რეალი“ „პსჟ“-ს არცერთ ევროს არ გადაუხდის!
„რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. ABC-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“ ძალიან მალე მიაღწევს შეთანხმებას კილიან მბაპესთან და ამ ინფორმაციას საჯაროს და ოფიციალურს სეზონის ბოლომდე გახდის...
ანალოგიურ წყაროზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესს ყველაფერი საკითხი მოგვარებული აქვს და კონტრაქტიც მზად არის. კილიანი „მერენგების“ რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, პარიზული მხარე კი 1 ევროსაც ვერ მიიღებს.
ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, რომ სულ რაღაც 4 თვის წინ, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროზე თქვა უარი და ფეხბურთელის ნების საწინააღმდეგოდ წავიდა.
- 1 იანვარი 2022
- 1 240
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.