ფლორენტინო პერესმა გრავენბერხის ტრანსფერზე რაიოლას უკვე მიმართა
ესპანური გამოცემების ცნობით, ახალგაზრდა გრავენბერხი, რომელიც მადრიდის „რეალის“ რადარზე ცოტა ხნის წინ მოექცა, უფროდაუფრო დიდი პოპულარობით სარგელობს.
Defensacentral-ის და კიდევ რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესის წარმომადგენლობამ აგენტ მინო რაიოლას უკვე დაუდასტურა, რომ „აიაქსის“ ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენა „ბლანკოსის“ დღის წესრიგში დგას და შესაბამისი პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.
ზემოხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, რაიოლამ „ბლანკოსს“ პოლ პოგბას კანდიდატურა კიდევ ერთხელ შესთავაზა, თუმცა როგორც სჩანს, მადრიდელთა აზრით, ფრანგი ფეხბურთელის მატარებელმა უკვე ჩაიარა და ახლა აქცენტი ახალგაზრდა ნიდერლანდელზე უნდა გაკეთდეს, რომელიც შესანიშნავად ირჯება.
რაიანი მხოლოდ 19 წლის არის, ამსტერდამელებთან კონტრაქტი კი 2023 წლის 30 ივნისს უსრულდება, მისი დამატება ამ ეტაპზე 35 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი, შესაბამისად, პერესი ჩქარობს და თვლის, რომ უმოკლეს ვადაში პერსპექტიული ფეხბურთელის ფასი გაორმაგდება.
- 31 დეკემბერი 2021
- 1 019
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.