ჰოლანდმა „დორტმუნდს“ გადაწყვეტილება გააცნო!
ერლინგ ჰოლანდმა „დორტმუნდს“ გადაწყვეტილება გააცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიელი ფეხბურთელი უკვე ღიად ამბობს, რომ სეზონის ბოლოს ბუნდესლიგას დატოვებს.
ასევე საინტერესოა მოთამაშის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული სურათი, სადაც ის მომდევნო 6 თვეს „დორტმუნდში“ ხედავს.
ერლინგი ამჟამინდელ კლუბში დარჩენას აღარ აპირებს, პარარელურად კი ინგლისის ტოპ კლუბების წინადადებებს ბლოკავს.
გერმანელთა ცნობით, მოთამაშე არჩევანს კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გააკეთებს.
ეს ამბავი ბორუსიელებმა უკვე კარგად იციან და დამატებითი მოლაპარაკებების წარმოებას ხელშეკრულების თუნდაც 1 წლით გახანგრძლივებასა და პირობების გაუმჯობესებაზე აღარ აპირებენ.
- 30 დეკემბერი 2021
- 1 168
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.