„რეალმა“ ვარჯიში განაახლა
საშობაო შესვენების შემდეგ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს...
დღევანდელ სესიაზე კარლო ანჩელოტის განკარგულებაში კოვიდმოხდილი ფეხბურთელებიც იყვნენ. გუნდი ეტაპობრივად შეივსო, თუმცა სამწუხაროა, რომ ფედე ვალვერდეს, ვინისიუსს, კურტუას და კამავინგას ინფექცია დაუდასტურდათ და სესიას ვერ დაესწრნენ.
მთავარმა მწვრთნელმა დღევანდელ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობას, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
დანიელ კარვახალმა დღეს ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ის სრულფასოვანი დატვირთვის მიღებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.
კარლო ხვალ კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. გუნდი „ხეტაფესთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას კიდევ რამდენინმე დღის მანძილზე მოახერხებს, მადრიდული დერბი კი 2 იანვარს შედგება.
- 29 დეკემბერი 2021
- 508
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.