ლუკა იოვიჩი „რეალში“ ხელახლა დაიბადა
ესპანური გამოცემები დარწმუნებით იუწყებიან, რომ ლუკა იოვიჩი მადრიდში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და კარლო ანჩელოტიმ მისი გაშვება გადაიფიქრა...
იტალიელი სპეციალისტი სერბმა ფორვარდმა ბოლო მატჩებში მოხიბლა. კარლო მომდევნო თვეებში იოვიჩის გამოყენებას უფრო ხშირად აპირებს, თანაც გუნდი სამეფო თასსა და ესპანეთის სუპერთასზეც ერთვება, რაც დამატებით რესურსს საჭიროებს.
იოვიჩი კლუბთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან განაახლებს, მისი გრძნობები ნამდვილად პოზიტიურია. ფაქტია, რომ ორივე მხარეს ჩაისახა იმედი, მომდევნო თვეები კი გადამწყვეტ ხასიათს ატარებს.
- 28 დეკემბერი 2021
- 961
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.