ისკო ალარკონის მომავალი კლუბი 99%-ით გარკვეულია!
ავტორიტეტული ესპანური გამოცემების ცნობით, ისკო ალარკონის პოზიცია მომავალთან დაკავშირბით ფაქტობრივად ცნობილია...
გამოცდილ ნახევარმცველს ესპანეთის საზღვრების დატოვება არ სურს და „სევილიაში“ თამაშის პერსპექტივით არის მოხიბლული, რომლის მთავარი მწვრთნელი, ხულიენ ლოპეტეგი ესპანელ მოთამაშეს დიდ პატივს სცემს.
ისკოს „სანჩეს პისხუანზე“ დიდი სიამოვნებით მიიღებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი „სევილიურ“ კლუბს შესაძლოა იანვარშიც კი შეუერთდეს.
თავის მხრივ, „რეალს“ ალარკონის გაშვების საწინააღმდეგო არაფერი აქვს და 2022 წლის დაწყებისთანავე მოლაპარაკებების წარმოებისთვის მზაობას გამოთქვამს.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იტალიიდან და ინგლისიდან არაერთი კლუბი იჩენს.
- 28 დეკემბერი 2021
- 5 840
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.