Sky Sport - „რეალის“ რადარზე „აიასის“ ნახევარმცველი გამოჩნდა
მადრიდის „რეალის“ რადარზე „აიაქსის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი, რაიან გრავენბერხი გამოჩნდა...
19 წლის მოთამაშე უკვე 190 სანტიმეტრია და მრავალმხრივობით გამოირჩევა, ის შესანიშნავად ხედავს მოედანს, ხშირად არიგებს ლამაზ პასებს და ართმევაზეც შესანიშნავია. მადრიდში რაიანს კაზემიროს შემცვლელად ხედავენ და მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკება შესაძლებელია.
რუდი გალეტის ინფორმაციით, სამეფო კლუბის წარმომადგენლობა აღნიშნულ ფეხბურთელთან დაკავშირებით აგენტ მინო რაიოლას უკვე დაუკავშირდა და ინფორმაცია მოიკითხა.
გრავენბერხი ტენ ჰაგის „აიაქსის“ თერთმეტეულის მუდმივი წევრია, მან ამ სეზონში უკვე 25 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და მუდმივად დიდ დატვირთვას იღებდა.
რაიანი 2022 წელს ამსტერდამშია დაბადებული, მას „აიაქსთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, სატრანსფერო ღირებულება კი 35 მილიონს უახლოვდება.
- 28 დეკემბერი 2021
- 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.