შემდეგი მეტოქე - რეალ სოსიედადი
რეალ სოსიედადი ესპანური ფეხბურთის ვეტერანია, იგი 40 წლის განმავლობაში ასპარეზობდა პრიმერა დივიზიონში, მაგრამ 2 წლის წინ გავარდა და სეგუნდაში თამაშობდა, ახლა იგი დაბრუნდა და 15 აგვისტოს საკონტროლო მატჩს გამართავს მადრიდის რეალთან.
ახალმა მწვრთნელმა რეალ სოსიედადი სწორ გზაზე დააყენა, ყველა წინასასეზონო მატჩში მან გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა: 5-0 ანაიტასუნასთან, 3-1 ბარაკალდოსთან, 1:0 ტენერიფესთან და 2:1 ეიბართან. მწვრთნელმა გუნდს გამარჯვებასთან ერთად ახალი ტაქტიკაც შემატა ახლა სოსიედადი შემდეგი სტილით თამაშობს: 4-2-3-1 ურუგვაელი მწვრთნელის ფეხბურთელები მოედნის ცენტრში სხვა გუნდებთან უპირატესობას პრესინგის ხარჯზე არ უჭირთ, ხოლო გარემარბები სწრაფად აწვდიან ბურთს თავდამსხმელებს, ერთი შეხედვით მარტინ ლასარტემ შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც წინ დიდი გამოცდა - მადრიდის რეალი ელის.
რეალ სოსიედადმა ორი შესანიშნავი თავდამსხმელი შეიძინა აგუირეტე, რომლმაც ბოლო 3 მატჩში სამო გოლის გატანა მოახერხა და 18 წლის ფრანგი ფორვარდი გრიეზმენი, მან თვის ანგარიშზე 5 ბურთი ჩაიწერა.
სავარაუდოდ სოსიედადი ასეთი სემადგენლობით წარსდგება მადრიდის რეალთან: მეკარე: რიესგო, დაცვა: დანი ესტრადა, ანსოგეტი, ლაბაკა და დე ლა ბელა
საყრდენი ნახევარდაცვა: რივასი და ელუსტონდო წინა ხაზი: პრიეტო, სერხიო და ჯონატანი, თავდასხმა: აგურიეტე
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 14 აგვისტო 2009
- 3 148
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.